დაძაბული ფინალი, ბრწყინვალე შროდერი და შესანიშნავი ხუთეული

0
20

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 2025 წლის ევრობასკეტის ფინალში ერთმანეთს ტურნირზე დაუმარცხებელი გუნდები, გერმანიისა და თურქეთის ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს. დაძაბულ მატჩში ალემენებმა 88:83 იმარჯვეს.
დასკვნითი პერიოდის წინ, გერმანელებს ხუთქულიანი უპირატესობა ჰქონდათ. მეოთხე მეოთხედში მცირე უპირატესობა თურქებისკენ გადავიდა, მაგრამ ბოლო წუთზე გერმანელებმა  დენის შროდერის ზედიზედ მოპოვებული 6 ქულით გამარჯვების და ტიტულის მოპოვება მოახერხეს.
თურქთა ნაკრების რიგებში საუკეთესო ალპარენ შენგუნი იყო. ევრობაკეტის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ მატჩი 28 ქულით დაასრულა, 23 ქულა ჰქონდა ჩედი ოსმანს. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ისააკ ბონგამ, მან 20 ქულა ჩააგდო. ბონგა ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 18 ქულა ჰქონდა ფრანც ვაგნერს, ხოლო მატჩის გმირს, დენის შროდერს – 16.
გერმანიის საკალათბურთო ნაკრები მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია.
ევრობასკეტზე ტრადიციისამებრ საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს
სიმბოლური ხუთეული
დენის შროდერი (გერმანია)
ლუკა დონჩიჩი (სლოვენია)
იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი)
ფრანც ვაგნერი (გერმანია)
ალპარენ შენგუნი (თურქეთი)
საუკეთესო მოთამაშე – დენის შროდერი (შროდერი 2023 წლის მსოფლიო პირველობის საუკეთესო კალათბურთელადაც დაასახელეს)
საუკეთესო მცველი – ისააკ ბონგა (გერმანია)
საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე – მიკა მურინენი (ფინეთი)
საუკეთესო მწვრთნელი – ერგინ ატამანი (თურქეთი)

გოჩა კაჭარავა