მარტინესი რონალდუზე: „უნდა, რომ ყოველდღე საუკეთესო იყოს“

0
11

პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კრიშტიანუ რონალდუს გამგზავრება-არგამგზავრებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
„ის ყოველ ჯერზე ისე თამაშობს, თითქოს მოედანზე პირველად გადის. მისი თავდადება და ყოველ დღე კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა…ის გამარჯვებულია. მას ჯერ კიდევ ყოველ მატჩში მოგება წყურია.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატი? ის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ შორს მიმავალი გეგმა არ აქვს. მას უნდა, რომ ყოველდღე საუკეთესო იყოს. კრიშტიანუს ყურადღება დღევანდელობაზეა მიპყრობილი.
მის მნიშვნელობაზე ხშირად მისაუბრია. ნაკრების მაისურის ჩაცმა – სწორედ ესაა კაპიტნის გზავნილი გუნდისთვის. ეს ძალიან გვეხმარება“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ESPN.
40 წლის რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში ჩატარებულ 222 მატჩში 140 გოლი გაიტანა, რაც ყველა დროის რეკორდია. მან მსოფლიო პირველობის შესარჩევის პირველ ტურში სომხეთთან 5:0 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი