ჯუდ ბელინგემმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, რის შესახებ ესპანური მედია იუწყება.
მადრიდის „რეალის“ ინგლისელმა ნახევარმცველმა 16 ივლისს ოპერაცია მხარზე გაიკეთა, რათა ამოვარდნა გაესწორებინათ. მან ეს გტრავმა ორი წლის წინ მიიღო, როდესაც ესპანურ კლუბში ახალი გადასული იყო.
მის გარდა, ვარჯიშს კამავინგაც შეუდგა, რომელმაც 10 აგვისტოს კოჭის ტრავმა მიიღო და ფრანგს გამოსაჯანმრთელებლად მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა.
ლაშა თაბაგარი





