„ნოტინგემი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
19

„ნოტინგემ ფორესტის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ნუნუ ესპირიტუ სანტუ დაითხოვეს.
51 წლის წლის სპეციალისტი „ნოტინგემს“ 2023 წლიდან ავარჯიშებდა და გუნდი გასულ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში მე-7 ადგილზე გაიყვანა. მან ივნისში კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. მიმდინარე სეზონში ჩატარებული სამი ტურის შემდეგ, „ნოტინგემი“ 4 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ინგლისური მედიის ინფორმაციით პორტუგალიელის შემცვლელად ანგელოს პოსტეკოღლუს და ჟოზე მოურინიონს კანდიდატურები განიხილება.
ლაშა თაბაგარი