ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ბულგარეთთან 3:0, ხოლო თურქეთთან 6:0 მოგებული მატჩების შემდეგ, ნიკო უილიამსი კლუბში ტრავმირებული დაბრუნდა.
ბილბაოს „ატლეტიკის“ გარემარბს მარცხენა ფეხის საზარდულის ტრავმა აწუხებს და დიდი ალბათობით 6 კვირა მოედანზე ვერ გავა. ის ესპანეთის ლა ლიგაში „ალავესთან“ და „ვალენსიასთან“ ნამდვილად ვერ ითამაშებს, ასევე ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ლონდონის „არსენალთან“ მატჩს გამოტოვებს.
მან მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 3-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა, პლუს 3 საგოლე პასი გააკეთა. ნიკო უილიამსმა ეროვნულ გუნდში 30-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევში მომდევნო შეხვედრას სწორედ ესპანეთთან ჩაატარებს სტუმრად 11 ოქტომბერს.
ლაშა თაბაგარი





