„ლივერპულმა“, სადაც გიორგი მამარდაშვილი გამოდის, თავდამსხმელი ალექსანდერ ისაკი „ნიუკასლიდან“ შეიძინა.
25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ „ლივერპულმა“ ფიქსირებული 125 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, ხოლო სოლიდარულ გადახდებათან ერთად ტრანსფერის საერთო თანხა 130 მილიონს შეადგენს. მანამდე, „ლივერპულმა“ ყველაზე დიდი თანხა ფლორიან ვირცში გადაიხადა, რომელიც ზაფხულში ლევერკუზენის „ბაიერიდან“ 116 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა.
შვედეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „ნიუკასლმა“ ისაკში 2022 წელს „რეალ სოსიედადს“ 63 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. მან ნიუკასლელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 109 მატჩში 62 გოლი გაიტანა.





