დონარუმა „სიტის“ კარს დაიცავს

0
10

ჯანლუიჯი დონარუმა კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ განაგრძობს. იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარემ ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ პსჟ 35-დან 39 მილიონ ევრომდე მიიღებს. 26 წლის იტალიელი „სიტიში“ ბრაზილიის ნაკრების მეკარე ედერსონს შეცვლის, რომელიც თურქეთის „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა.
დონარუმა პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობდა. განვლილ პერიოდში მან ყველა ტურნირში 161-ჯერ ითამაშა და 56 მატჩში გოლი არ გაუშვა. 26 წლის იტალიელმა პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1 ოთხჯერ, საფრანგეთის თასი ორჯერ, ხოლო სუპერთასი სამჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო. მანამდე, ის „მილანთან“ ერთად იტალიის სუპერთასს დაეუფლა, ხოლო ეროვნულ გუნდში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატში გაიმარჯვა.
გასული სეზონის დასრულების შემდეგ, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ დონარუმას გაშვება თავად გადაწყვიტა, რადგან ახალი სპეციფიკის მეკარე სჭირდებოდა.
ლაშა თაბაგარი