ეგოიანის პირველი გამარჯვება ნიდერლანდებში

0
12

„ექსელსიორმა“, რომელსაც ირაკლი ეგოიანი ზაფხულში შეუერთდა, ერედივიზიონში დაბრუნების შემდეგ პირველი თამაში მოიგო. მე-4 ტურში ეგოიანის გუნდმა „ტვენტე“ მიიღო და 1:0 აჯობა, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. ცნობისთვის, ის თავის დროზე „ტვენტეს“ ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა. „ექსესლსიორი“ 3 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.
გიორგი კვერნაძემ მიმდინარე სეზონში „ფროზინონეს“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშა. მე-2 ტურში „ფროზინონე“ „პალერმოს“ ესტუმრა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსგარემარბმა მოედანზე 59 წუთი დაჰყო. „ფროზინონე“ 4 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-2 ტურში ლევან შენგელიას ოფი-მ სტუმრად 1:0 აჯობა „პანსერაიკოსს“ რომელშიც ივა გელაშვილი გამოდის. შენგელია სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გელაშვილი თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო.
ლაშა თაბაგარი