საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-4 ტურში „სენტ-ეტიენმა“, სადაც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, „გრენობლი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლები 36-ე წუთზე ნადემ დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან თავი 77-ე წუთზე დიაბიმ გამოიჩინა. „სენტ-ეტიენი“ 8 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





