ეგოიანის დებიუტი ერედივიზიონში

0
15

„ექსელსიორის“ მაისურით ირაკლი ეგოიანის დებიუტი ნიდერლანდების ერედივიზიონში შედგა. მე-3 ტურში „ექსელსიორი“ სტუმრად „უტრეხტს“ შეხვდა და 1:4 წააგო. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.
ერედივიზიონში წელს დაბრუნებულ „ექსელსიორს“ ეგოიანი ზაფხულში შეურთდა. 21 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ნდიერლანდების რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ 37 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ის „ვიტესის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. გარდა ამისა, ეგოიანის მიერ „გრასხააფთან“ საჯარიმოს გარედან გატანილი „მაკრატელა“ სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს.“ექსელსიორს“ ჯერ ქულა არ აუღია და 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი