ირაკლი ეგოიანი „ექსელსიორში“ გადავიდა

0
21

ირაკლი ეგოიანი კარიერას ნიდერლანდების ერედივიზიონში განაგრძობს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კონტრაქტის როტერდამის „ექსელსიორთან“ გააფორმა, რომელიც ელიტაში წელს დაბრუნდა.
21 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ 37 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ის „ვიტესის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. გარდა ამისა, ეგოიანის მიერ „გრასხააფთან“ საჯარიმოს გარედან გატანილი „მაკრატელა“ სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს.
ლაშა თაბაგარი