„ჰამბურგი“, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარიდან“ იჯარით შეუერთდა, გერმანიის თასის 1/16-ფინალში გავიდა.
1/32-ფინალში „ჰამბურგი“ სტუმრად რანგით მე-5 ლიგის „პირმაზენს“ შეხვდა და დამატებით დროში 2:1 გაიმარჯვა. გოჩოლეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლები 52-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა ანგარიში მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გაათანაბრეს. „ჰამბურგმა“ გამარჯვების გოლი მე-100 წუთზე გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





