ალვარო მორატა კარიერას “კომოში” განაგრძობს. “მილანმა” ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი “კომოში” ერთი სეზონით გაანათხოვრა, ხოლო იჯარის ამოწურვის შემდეგ კლუბი ვალდებული ფეხბურთელი “როსონერიდან” გამოისყიდოს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, “კომოს” 32 წლის ფორვარდის შეძენა 10 მილიონი ევრო დაუჯდება. მორატამ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით თურქეთის “გალათასარაიში” გაატარა, სადაც 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





