„მანჩესტერ სიტიმ“ გრილიში „ევერტონში“ გაუშვა

0
8

„მანჩესტერ სიტიმ“ შემტევი ნახევარმცველი ჯეკ გრილიში ერთი სეზონით „ევერტონში“ გაანათხოვრა, რის შესახებ ლივერპულური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
29 წლის ფეხბურთელის იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, „ევერტონი“ მის გამოსყიდვას 50 მილიონ გირვანქა სტერლინგად მოახერხებს. „სიტიმ“ გრილიში 2021 წლის აგვისტოში ბირმინგემის „ასტონ ვილადან“ 100 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. მაშინ, პრემიერლიგის სატრანსფერო რეკორდი დამყარდა. გრილიშმა მანჩესტერელებთან ერთად შვიდი ტიტული მოიგო – სამჯერ პრემიერლიგა, ხოლო თითოჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
მან „სიტის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 157 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი