პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მუსა სისოკო გახდება, რომლის კლიენტიც უსმან დემბელეა. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანო იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სისოკოს კონტრაქტის გაფორმებაზე უკვე შეუთანხმდა. მანამდე, კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იყო, რომელთან ურთიერთობა 2026 წლის აპრილში შეწყვიტა.
ხვიჩა პსჟ-ში 2025 წლის იანვრიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 81 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მან პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი




