ჯიმი ტაბიძემ მახაჩყალის „დინამოში“ მაისურით რუსეთის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-4 ტურში მახაჩყალელებმა ტოლიატის „აკრონი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის 42-ე წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, შორეულ ძელთან მდგომმა თავით ბურთი კარში გადაგზავნა. სტუმრებმა საპასუხო ბურთი 84-ე წუთზე გაიტანეს. „დინამო“ 5 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
იმედა აშორტიამ „ბუნედკორის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში თავი მესამედ გამოიჩინა. მე-17 ტურში „ბუნდეკორმა“ „შორტანი“ მიიღო და ქულა აიღო – 1:1. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 31-ე წუთზე თანამემამულე ნიკა მალის პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0. ის 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მალიმ მოედანზე ორი ტაიმი გაატარა.
ლაშა თაბაგარი





