ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში შედგა. პირველ ტურში „ნიურნბერგი“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, სტუმრად „ნიურნბერგს“ შეხვდა და 0:1 წააგო. ლოჩოშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე რორმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილი „ნიურნბერგში“ მიმდინარე ზაფხულში იტალიის „კრემონეზედან“ გადავიდა და გერმანულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლაშა თაბაგარი





