გიორგი ხარაიშვილი თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა, სადაც 2023 წელს გამოდიოდა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში 8 გოლი გაიტანა, პლუს 7 საგოლე პასი გააკეთა.
29 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონი „სუმგაითში“ გაატარა, სადაც აზერბაიჯანის ჩემპიონატში 21-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
ხარაიშვილმა კარიერა თბილისის „იბერიაში“ (ყოფილი „საბურთალო“) დაიწყო, სადაც 4 სეზონი გამოდიოდა. ამის შემდეგ, მან შვედეთის „გიოტებორგს“ მიაშურა, რომელშიც სამი სეზონი დაჰყო, „გიოტებორგის“ მერე ხარაიშვილმა სამი სეზონი უნგრეთის „ფერენცვაროშში“ გაატარა.
ლაშა თაბაგარი





