კოვალივკას „კოლოსმა“, სადაც ნიკა გაგნიძემ გამოდის, უკრაინის პრემიერლიგაში ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. პირველ ტურში „კოლოსი“ შინ „კრივბასს“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. 24 წლის ქართველი ლეგიონერი „კოლოსში“ შარშან გადავიდა და უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-2 ტურში მტკ სტუმრად „დებრეცენს“ შეხვდა და 0:1 წააგო. დამარცხებულთა შემადგენლობაში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ილია ბერიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-3 ტურში პლოცკის „ვისლამ“ შინ გლივიცეს „პიასტს“ 2:0 აჯობა. მასპინძლებში ქართველმა მცველმა ალექსანდრე კალანდაძემ 68-ე წუთიდან ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





