გიორგი ქოჩორაშვილის ოფიციალური დებიუტი ლისაბონის „სპორტინგში“ შედგა. ქალაქ ფაროში პორტუგალიის სუპერთასზე გამართულ მატჩში მოქმედი ჩემპიონი „სპორტინგი“ თანაქალაქელ „ბენფიკას“ დაუპირისპიდა და 0:1 დამარცხდა.
„ბენფიკადან“ ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე საბერძნეთის ნაკრების თავდამსხმელმა პავლიდისმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო.
ლაშა თაბაგარი





