ნოდარ ლომინაძე “ეშტორილის” ღირსებას დაიცავს

0
24

ნოდარ ლომინაძე კარიერას პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში გააგრძელებს. atiani.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი “ეშტორილში” გადავიდა, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა.  ის უკვე პორტუგალიაში და სამედიცინო შემოწმება გაიარა, ხოლო კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. მან “დინამოს” ვარჯიშზე ხელის ტრავმა მიიღო, მაგრამ პორტუგალიელებს ამის გამო 23 წლის ფეხბურთელის შეძენაზე უარი არ უთქვამთ.
ლომინაძემ კარიერა ,,რუსთავის” აკადემიაში დაიწყო, რის შემდეგ, ჯერ თბილისის “დინამოს” აკადემიაში ჩაირიცხა, შემდეგ კი “დინამოს” მთავარ გუნდში დაწინაურდა. კარიერის განმავლობაში იგი იჯარის წესით ასევე თამაშიბდა ,,გაგრაში”, ,,სამგურალში” და გორის “დილაში”.
ლაშა თაბაგარი