მარკო ასენსიო კარიერას სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს, იუწყება La Gazzetta dello Sport. ესპანელმა შემტევმა ნახევარმცველმა თურქულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანახმა. გარდა ამისა, პსჟ-ს ხელმძღვანელებისთვის „ფენერბაჰჩეს“ მიერ 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ შეთავაზებული თანხა მისაღებია.
2024-2025 წლების სეზონში ასენსიო პსჟ-ში დაიწყო, ხოლო იანვარში ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გაანათხოვრეს, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 21 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
ასენსიო კარიერის საუკეთესო პერიოდი მადრიდის „რეალში“ გაატარა, სადაც 2016 წელს „ესპანიოლიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 286 მატჩში 61 გოლი გაიტანა.
მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი 3-ჯერ, ესპანეთის თასი ერთხელ, ესპანეთის სუპერთასი ორჯერ, ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, ევროპის სუპერთასი სამჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ოთხჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





