ტეო ერნანდესი სათამაშოდ საუდის არაბეთში წავიდა

0
11

ტეო ერნანდესი კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში განაგრძობს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა „ალ ჰილალთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სანაცვლოდ „მილანი“ 25 მილიონ ევროს მიიღებს. თავად 27 წლის ფეხბურთელი სამი წლის განმავლობაში 60 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
2024-2025 წლების სეზონში ერნანდესმა „მილანის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 49 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
მანამდე, ფრანგი ფეხბურთელი ესპანეთის „ალავესში“, მადრიდის „რეალში“ და „რეალ სოსიედადში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი