მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ხაბი ალონსოს თქმით, აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2-ფინალში პსჟ-სთან 0:4 მარცხმა დაანახა თუ რამდენი რამ უნდა გააუმჯობესონ.
„დასაწყისმა მთელი თამაშის მსვლელობაზე დიდი გავლენა მოახდინა. ყველაფერი ცუდისკენ უკვე მე-10 წუთისთვის წავიდა. პსჟ პროქტია, რომელიც ორი წელიწადია შენდება, ხოლო ჩვენ ახლა ვიწყებთ. ეს სიგნალია თუ კიდევ რამდენი უნდა ვიმუშავოთ და რა თქმა უნდა, მტკივნეულია.
ორი ნაადრევი გოლი დიდი ზეწოლაა და ამ დროს დამწევის როლში ხარ. ვიცოდით, რომ ძალიან არ უნდა გავხსნილიყავით, რადგან მეტოქე კარგია. ამ მარცხის შემდეგ ბევრი რამ უნდა გავაანალიზოთ და შესაბამისი დასკვნა გავაკეთოთ.
განვლილი შეხვედრა კარგია იმის გასაგებად თუ რამდენი რამ უნდა გავაუმჯობესოთ. ჩვენ ახლა ვიწყებთ. სამი კვირა საშეჯიბრო რეჟიმში ვიყავით ვარჯიშის გარეშე, მაგრამა ხლა ვიცით სად ვართ და ვიცით, სად გვინდა ვიყოთ. ამისთვის მოვემზადებით და ოთხი კვირის შემდეგ დავბრუნდებით“ – იუწყება ხაბი ალონსოს ნათქვამს ესპანური მედია.
„რეალთან“ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 59-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი





