მარკო ვერატი კარიერას „ალ დუჰაილში“ განაგრძობს, რის შესახებ კატარული კლუბის პრესსამსახური იუწყება. იტალიის ეროვნული ნაკრების 32 წლის ექსნახევარმცველი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ვერატი 2023 წლის სექტემბრიდან „ალ არაბიში“ გამოდიოდა, რომელშიც პსჟ-დან გადავიდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 40 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.
ვერატიმ პსჟ-ს 2012 წელს იტალიის „პესკარადან“ მიაშურა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 416 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მან საფრანგეთის ლიგა 1 ცხრაჯერ მოიგო, ხოლო საფრანგეთის თასს 6-ჯერ დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი





