„გალათასარაიმ“ ოსიმენის სანაცვლოდ „ნაპოლის“ 55 მილიონი შესთავაზა

0
17

„გალათასარაიმ“ თავდამსხმელ ვიქტორი ოსიმენის შესაძენად „ნაპოლის“ კონკრეტული წინადადებით მიმართა. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, თურქული კლუბი მზადაა ნიგერიელ ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო დამატებით 5 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. თუმცა, ნეაპოლელები უფრო მეტ თანხას ითხოვენ.
ნიგერიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. ის გასულ სეზონში „გალათასარაიში“ იჯარით თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 41 მატჩში 37 გოლი გაიტანა, პლუს 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან ირიცხება და 133 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 76-ჯერ აიღო. მან 2022-2023 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგო.
ლაშა თაბაგარი