“ტორპედოს” კიდევ ერთი ახალწვეული

0
13

ქუთაიაის “ტორპედომ” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კიდევ ერთი ახალ ფეხბურთელი დაიმატა. რიონისპირულ კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გვინეა-ბესაუს ეროვნული ნაკრების მცველმა სორი მანემ გააფორმა.
“29 წლის გვინეა ბისაუს ნაკრების ნახევარმცველი სორი მანე „ტორპედოს“ ფეხბურთელია. მანე ჩვენს კლუბს პორტუგალიური “აკადემიკო ვიზეუდან” შეუერთდა. კარიერის განმავლობაში ‘“ტორპედოს“ ახალწვეული მუდმივად პორტუგალიურ კლუბებში ასპარეზობდა, მანამ გახლდათ იტალიური „სამპდორიას“ წევრი.
სორი მანე გვინეა ბისაუს ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრია. ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით მის აქტივში 42 მატჩია. სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ კლუბსა და ფეხბურთელს შორის 1.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა” – იუწყება ქუთაისელთა პრესსამსახური.
სორი მანე: “თუ გუნდი წარმატებულია, ეს ჩემი წარმატებაცაა. დარწმუნებულები იყავით, რომ ამ მომენტიდან ტორპედოსთვის თავს არ დავზოგავ”.
ლაშა თაბაგარი