„ინტერ მაიამის“ მთავარ მწვრთნელ ხავიერ მასკერანის მიაჩნია, რომ MLS მაიამური გუნდით უნდა ამაყობდეს. მან ამის შესახებ აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასკვნით ტურში ბრაზილიის „პალმეირასთან“ 2:2 დასრულებული მატჩისა და 1/8-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენთვის საუცხოო მატჩი აღმოჩნდა. სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ საუკეთსო გუნდთან თამაში რთული იყო. მატჩის ბოლოს უპირატესობას ვფლობდით და ამიტომ, უცნაური შეგრძნება მაქვს.
თუმცა, კმაყოფილი ვიქნებოდი ტურნირის სტარტამდე ვინმეს რომ ეთქვა ამ დონის კლუბებთან ასე თუ ვითამაშებდით. MLS-ისთვის ისტორიული დღეა, რადგან მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდში ვართ. MLS “ინტერ მაიამით” უნდა ამაყობდეს” – იუწყება არგენტინელის სპეცილისტის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
29 ივნისს “ინტერ მაიამი” 1/8-ფინალში პსჟ-ს შეხვდება, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის.
ლაშა თაბაგარი





