„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელის ლუის სურესის განცხადებით, პსჟ-სთან საბრძოლველი ინსტრუმენტები აქვთ. მან ამის შესახებ აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ტრიუმფატორ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ- ჟერმენს“ შეხვდებიან.
„ლუის ენრიკე „ბარსელონაში“, ხოლო მაესტრო ოსკარ ტაბარესი ურუგვაის ნაკრებში ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელები არიან. კარგად გვესმის, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან თამაში რთულია, მაგრამ პსჟ-სთან საბრძოლველი ინსტრუმენტები გვაქვს.
უნდა ვეცადოთ გამოვასწოროთ შეცდომები, რომლებსაც ზოგჯერ ვუშვებთ, რადგან შესაძლოა ასეთი რამ პსჟ-სთან შეხვედრაში ძალიან ძვირი დაგვიჯდეს“ – იუწყება ურუგვაელი ფორვარდის ნათქვამს Marca.
“ინტერ მაიამის” და პსჟ-ს დაპირისპირება 29 ივნისს შედგება.
ლაშა თაბაგარი
