“დინამომ” მზადება დაიწყო – სპარინგები სომხებთან და თურქებთან

0
22

თბილისის “დინამო” შეიკრიბა და ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო, რის შესახებ დინამოე;თა პრესსამსახური იუწყება. გუნდი არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს – ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მყოფი ფეხბურთელები “დინამოს” მოგვიანებით შეუერთდებიან. კლუბს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს და ასევე იქნება შევსებაც. ივლისის შუაში დედაქალაქელები საქართველოს თასის გათამაშებაშიც ჩაერთვებიან, მანამდე კი ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა.
“დინამო” თბილისში მყოფ სომხურ გუნდებს ესპარინგება – 24 ივნისს “პიუნიკს”, 29 ივნისს “ურარტუს”, ხოლო 5 ივლისს “არარატ არმენიას”. სამივე შეხვედრა მეტოქის თხოვნით დახურული სახის იქნება და გულშემატკივარი ვერ დაესწრება.
დინამოელები შემდეგ თურქეთისკენ აიღებენ გეზს. 8 ივლისს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი “რიზესფორს” ეთამაშება, ხოლო 12 ივლისს – “ტრაბზონსფორს”.
ლაშა თაბაგარი