ნიკა კაჭარავა კარიერას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დებიუტანტ საგარეჯოს „გარეჯში“ გააგრძელებს, რომელსაც გიორგი მიქაძე წვრთნის. 31 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი „გაგრაში“ გაატარა, სადაც 10 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.
მანამდე კაჭარავა ცხინვალში“, რუსეთის ყაზანის „რუბინში“ და „როსტოვში“, კვიპროსის ახნას „ეთნიკოსში“, პოლონეთის კიელცეს „კორონაში“, კვიპროსის „ანორთოსისში“, პოლონეთის პოზნანის „ლეხში“, სამხრეთ კორეის „ჯეონამ დრაგონსში“, ქუთაისის „ტორპედოში“ და კვიპროსის კიტიოუს „სპარტაკოსში“ გამოდიოდა.
მან 2016-2020 წლებში ჩვენს ეროვნულ გუნდში 24-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
