კვარაცხელია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში პირველი ქართული გოლის ავტორია – დაპირისპირება მესისთან

0
30

ხვიჩა კვარაცხელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში გოლი გაიტანა. აშშ-ში მიმდინარე ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში პსჟ-მ „სიეტლ საუნდერსი“ 2:0 დაამაცხა და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თავისი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა,
შეხვედდრის 35-ე წუთზე ვიტინიამ დახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა და ბურთი ტანზე საჯარიმოში მდგომ კვარაცხელიას შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. გოლი ქართველს ჩაუთვალეს, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს. 66-ე წუთზე სიეტლელთა კარი ჰაკიმიმ აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
პსჟ-მ 6 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ამდენივე ქულით ბრაზილიის „ბოტაფოგო“ გავიდა, რომელიც ბოლო შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა.
პარიზელები 1/8-ფინალში 29 ივნისს „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდებიან, რომელსაც ლიონელ მესი კაპიტნობს. კვარაცხელიამ ჯგუფურ ტურნირში ერთი გოლის გატანის გარდა, ორი საგოლე პასი გააკეთა.
ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი რომელმაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო კახა კალაძეა. ჩვენი ეროვნული გუნდის ექსკაპიტანმა “მილანთან” ერთად 2007 წელს გაიმარჯვა ამ ტურნირში, რომელიც მაშინ სხვა ფორმატით ტარდებოდა.
ლაშა თაბაგარი