ვლადიმერ მამუჩაშვილმა მოლდოვაში საფეხბურთო სეზონი დუბლით დაიწყო. ტირასპოლის „შერიფი“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „პოლიტექნიკას“ შეხვდა და 4:0 აჯობა.
მამუჩაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 56-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა. ის 76-ე წუთზე შეცვალეს.
მამუჩაშვილს მოლდოვაში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე 3-ჯერ ითამაშა და 2 გოლი შეაგდო. მან მოლდოვის თასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი
