ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ სერია B-დან გავარდა

0
16

„სალერნიტანა“, სადაც გასული სეზონი ლუკა ლოჩოშვილმა იჯარით გაატარა, სერია B-ს დაემშვიდობა.
პლეი-აუტში სალერნოელებმა გენუას „სამპდორიასთან“ სტუმრად 0:2 წააგეს, ხოლო საპასუხო მატჩი ტრიბუნაზე მასპინძელი გულშემატკივრების მიერ ტრიბუნებზე მოწყობილი არეულობის გამო არ დასრულდა.
„სალერნიტანა“ 49-ე წუთისთვის 0:2 აგებდა და ადგილობრივმა ქომაგებმა ჯერ პეტარდები ისროლეს, შემდეგ სავარძლები მოგლიჯეს, რის გამო, მთავარმა მსაჯმა თამაში შეაჩერა.
ნახევარი საათის შემდეგ, გუნდები მოედანზე დაბრუნდნენ, მაგრამ გულშემატკივრები არ დაწყნარდნენ და არბიტრმა შეხვედრა აღარ გააგრძელა. ლოჩოშვილს მოქმედი კონტრაქტი „კრემონეზესთან“ აკავშირებს, რომელიც ერთი წლის შემდეგ სერია A-ში დაბრუნდა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი სეზონის წინ კრემონულ კლუბში დაბრუნდება და ამის შემდეგ, მისი მომავალი გაირკვევა.
ლაშა თაბაგარი