ჯუდ ბელინგემი ოპერაციას გაიკეთებს

0
30

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ოპერაციას გაიკეთებს მხარზე, რომელიც დიდი ხანია ტკივა.
„მივაღწიე წერტილს, როდესაც ტკივილი ისეთი ძლიერი არაა, მაგრამ გადასახვევით თამაში მომბეზრდა. ინტენსიური ოფლდენის გამო წონაში ძალიან ვიკლება და ტურნირის შემდეგ ოპერაციას გავიკეთებ. დიდი ხანი ველოდი და მოთმინება მეწურება, მაგრამ როგორც ფიზიოთერაპევტებმა, ასევე ექიმებმა საუცხოოდ იმუშავეს. უბრალოდ მსურს თავისუფალი ვიყო“ – იუწყება ინგლისისი ეროვნული ნაკრების 21 წლის ფეხბურთელის ნათქვამს DAZN.
ბელინგემმა 2024-2025 წლების სეზონში „რეალის“ მაისურით ყველაზე ტურნირში ჩატარებულ 54 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გაიკეთა.
ლაშა თაბაგარი