საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც პსჟ-სთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობს, „ლოს ანჯელეს ლეიკერსისგან“ საჩუქარი მიიღო.
ნბა-ს ლეგენდარულმა კლუბმა კვარაცხელიას 7-ნომრიანი კალათბურთელის მაისური გადასცა. მის გარდა, სამახსოვრო საჩუქარი თავდამსხმელმა უსმან დემბელემ, ნახევარმცველებმა ფაბიან რუისმა და კანინ ლიმ, ასევე მეკარე მატვეი საფონოვმა მიიღეს.
პსჟ-ს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის „ატელტიკო“ 4:0 დაამარცხა და კვარაცხელიამ ორი საგოლე პასი შეასრულა. მეორე შეხვედრაში პარიზელებმა ბრაზილიის „ბოტაფოგოსთან“ 0:1 წააგეს. პსჟ ჯგუფში ბოლო თამაშს ხვალ „სიეტლ საუნდერსთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი
