„იბერიას“ ფრე და გამარჯვება ბულგარეთში

0
11

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერმა თბილისის „იბერიამ“ ბულგარეთში შეკრებაზე ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს.
ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით  „იბერია“ პირველ სპარინგში ალბანეთის ჩემპიონ „ეგნატიას“ დაუზავდნენ – 2:2. დედაქალაქელებიდან გოლები შოთიკო წამალაშვილმა და დანიელ ქვარცხავამ გაიტანეს.
მეორე ამხანაგურ თამაშში „იბერიამ“ კოსოვოს „მალიშევას“ 2:1 აჯობეს – თავი ნიკოლოზ დადიანმა და გურამ გოშთელიანმა გამოიჩინეს.
„იბერია“ თბილისში 24 ივნისს დაბრუნდება და 26 ივნისს სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში გორის „დილას“ შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისელები ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთის „მალმიოს“ დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი