დიეგო ლონგო: “დილაში” ტიტულების მოსაგებად მოვედი”

0
6

გორის “დილას” ახალი მთავარი მწვრთნელის იტალიელი დიეგო ლონგოს განცხადებით, საქართველოში ტიტულების მოსაგებად ჩამოვიდა. მან ამის შესახებ გორული კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა, როდესაც უეფას კონფერენს ლიგის კენჭისყრის შედეგი შეაფასა.
“რა შეიძლება ითქვას წილისყრაზე. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებოდა ჩვენი მეტოქე როდესაც ასეთი დონის ტურნირზე იღებ მონაწილეობას სუსტი მეტოქე არ არსებობს. ყველა უნდა დააფასო და მიუდგე თითოეულ თამაშს როგორც ფინალს.
მე ვნახე ორივე გუნდი და საკმაოდ ახალგაზრდული და დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ჩვენი მიზნისთვის უნდა გავიდეთ მოედანზე და მაქსუმუმი ვაჩვენოთ რათა გავიაროთ ყველა შესაძლო ეტაპი.
თუმცა სანამ კონფერენს ლიგის თამაშები მოვა, მანამდე საქართველოს სუპერთასზე გვაქვს უმნიშვნელოვანესი მატჩი “იბერიასთან”. ახლა ამ კონკრეტულ დაპირისპირებაზე გვაქვს სრული კონცეტრაცია,რათა შევძლოთ გამარჯვება და ფინალში გასვლა. მე აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი და ჩემ ბიჭებთან ერთად ყველაფერს გავიღებ ამისთვის”.
“დილა” კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის “რასინგ უნიონს” შეხვდება, რომელთან გამარჯვების შემთხვევაში მეორე ეტაპზე ლატვიის “რიგას” დაუპირისპირდება.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 10 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 17 ივლისს.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები პირველი შეხვედრები 24 ივლისს ჩატარდება, საპასუხო კი – 31 ივლისს.
ლაშა თაბაგარი