ირაკლი ეგოიანის კიდევ ერთი აღიარება ნიდერლანდებში

0
3

ირაკლი ეგოიანის მიერ „დე გრასხააფთან“  გატანილი გოლი ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში 2024-2025 წლების სეზონში საუკეთესოდ დაასახელეს.
მე-8 ტურში „ვიტესი“, სადაც საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნახევარმცველმა გასული სეზონი გაატარა, სტუმრად „დე გრასხააფთან“ 1:3 დამარცხდა. ეგოიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე, როდესაც “ვიტესი” 0:1 აგებდა, საჯარიმოს გარედან “მაკრატელათი” გაიტანა.
მან არნემელთა მაისურით 37-ჯერ ითამაშა და 9 გოლის გატანის გარდა, 5 საგოლე პასი შეასრულა. ეგოიანი „ვიტესში“ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ლაშა თაბაგარი