პსჟ-ს თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე B ჯგუფის მეორე შეხვედრაში კოპა ლიბერტადორესის მოქმედ გამარჯვებულ ბრაზილიის „ბოტაფოგოსთან“ 0:1 მარცხიღთ გაკვირვებული დარჩნენ.
„ჩვენ გაკვირვებული ვიყავით. იმ შანსებზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. მომავალი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ.
იტალიაში საფრანგეთის ლიგა 1-ზე ბევრს საუბრობენ. პსჟ-ში გადასვლის შემდეგ დავინახე, რომ ამ ორ ლიგას შორის დიდი სხვაობა არაა. იტალიაში უფრო მეტი ტაქტიკაა და მთავარი სხვაობა ესაა. პსჟ გუნდია, სადაც ერთი ერთზე თამაშის საშიალება მაქვს, რაც მიხარია. მომავალი თამაშისთვის მაქსიმალური კონცენტრაცია გვჭირდება“ – იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის ნათქვამს Le Parisien.
ლაშა თაბაგარი





