ლუის ენრიკე: „ბოტაფოგო“ ერთ-ერთ საუკეთესოა“

0
7

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს თქმით, შესაძლოა „ბოტაფოგო“ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში დაუპირისპირდნენ. მან ამის შესახებ აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში კოპა ლიბერტადორესის მოქმედ გამარჯვებულ ბრაზილიურ გუნდთან 0:1 მარცხი შემდეგ განაცხადა.
„შედეგით იმედგაცრუებული ვართ. ძალიან დაძაბული თამაში იყო. „ბოტაფოგო“ თავს კარგად იცავდა, რასაც საფრანგეთის ლიგა 1-ის ბევრი გუნდი ვერ ახერხებს. თამაში პირველიდან ბოლო წუთამდე მძიმე იყო, რაც ნორმალურია. ჩვენს წინააღმდეგ მატჩები მეტოქეებისთვის დამატებითი მოტივაციაა.
შეხვედრის დასაწყისში მეტოქის კართან საგოლე მომენტების შექმნასთან დაკავშირებით პრობლემა გვქონდა. ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ. ამის შესახებ კვირის დასაწყისიდან ვსაუბრობთ.
მეტოქემ გოლი სულ სხვა სტილში გაგვიტანა, ცოტა უცნაური. „ბოტაფოგომ“ კარგი თამაში ჩაატარა და შესაძლოა ეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელთან მიმდინარე სეზონში გვითამაშია“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს Le Parisien.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს შემადგენლობაში „ბოტაფოგოსთან“ შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი