„ინტერ მაიამიმ“ ისტორია დაწერა – მესის 50-ე

0
16

„ინტერ მაიამი“ კონკაკაფის (ჩრდილოეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა, კარიბის ზღვის ქვეყნები) პირველი საფეხბურთო კლუბია, რომელმაც ფიფას ეგიდით ჩატარებულ მატჩებში ევროპის წარმომადგენელს სძლია.
აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე ტურშო ლიონელ მესის კაპიტნობით მაიამელები „პორტუს“ შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ აგებდნენ სამი ქულა მაინც აიღეს.
შეხვედრის მე-8 წუთზე მსაჯმა ამერიკელების კარში პენალტი დადო, რომელიც ესპანეთის ეროვნული გუნდი ფორვარდმა სამუ ომოროდიონმა გამოიყენა – 0:1.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში ვეიგანდტმა პასი მეტოქის საჯარიმოში მყოფ სეგოვიას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით „ცხრიანში“ გაიტანა – 1:1.
54-ე წუთზე არგენტინის ნაკრების კაპიტანმა დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და „ცხრიანში“ გაიტანა. მესისთვის ეს გოლი 50-ეა „ინტერ მაიამის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 61 შეხვდრაში. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელეს. მესიმ კარიერაში საჯარიმოდან 68-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ბრაზილიელებს – ჟუნინიო პერნამბუკანოს (77) და პელეს (70) ჩამორჩება. „ინტერ მაიამი“ 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი