ცოტნე ფაცაციამ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. ფეხბურთელსა და „ტორპედოს“ შორის ხელშკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
ფაცაცია ქუთაისურ გუნდში გასულ წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 5 გოლი გაიტანა, პლუს 3 საგოლე პასი გააკეთა.
25 წლის ნახევარმცველი კარიერის განმავლობაში ასევე მარტვილის „მერანში“ და ქობულეთის „შუქურაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი
