„ბარსელონას“ ახალი მეკარე ჰყავს

0
5

„ბარსელონამ“ თანაქალაქელი „ესპანიოლიდან“ მეკარე ჟოან გარსია შეიძინა, რის შესახებ ესპანური გრანდის პრესსამსახური იუწყება.
„ბარსელონამ“ 24 წლის მეკარის სანაცვლოდ თავის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს 25 მილიონი ევრო გადაუხადა. ჟოან გარსიამ კატალონიელებთან კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მან გასულ სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში 38 მატჩი ჩაატარა და 8-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი გერმანელი ჰანსი ფლიკი ესპანელ გოლკიპერს სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილავს და ამიტომ, დიდი ალბათობით მარკ-ანდრე ტერ შტეგენს წასვლა მოუწევს, რადგან მეორე მეკარე  პოლონელი ვოიცეხ შჩესნი იქნება.
ლაშა თაბაგარი