ხაბი ალონსო: „დრო არასაკმარისია“

0
4

მადრიდის „რეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ხაბი ალონსოს თქმით, აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად დრო არასაკმარისი ჰქონდათ. მან ამის შესახებ საუდის არაბეთის „ალ ჰილალთან“ 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა. მადრიდელები 34-ე წუთზე გონსალო გარისამ დაწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე რუბენ ნევეშმა პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის მიწურულს ფერნანდო ვალვერდემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
„მე ვხდებოდი, რომ ცვლილებებს დრო სჭირდება. არის ასპექტები, რომელთა კორექტირება აუცილებელია, რასაც გავაკეთებთ. დრო არასაკმარისია. მოსამზადებლად მხოლოდ ცხრა დღე გვქონდა და ზოგიერთმა ფეხბურთელმა მხოლოდ სამი დღე ივარჯიშა. ყველაფერი მარტივი არაა, მაგრამ ტურნირში ვმონაწილეობთ და გაუმჯობესებას ვცდილობთ. ჩვენო გეგმების რეალიზაციისთვის დრო გვჭირდება“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ESPN.
ლაშა თაბაგარი