ხვიჩა კვარაცხელია: „,მესი სხვა პლანეტიდანაა“

0
43

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, კრიშტიანუ რონალდუ მისი კერპია, მაგრამ მესი სულ სხვაა.
„იცით, რომ რონალდუ ძალიან მომწონს, მაგრამ მესი სულ სხვა პლანეტიდანაა. ორივე არარეალურია“ – განაცხადა Faze Jason-თან კვარაცხელია, რომელიც პსჟ-სთან ერთად აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობს, სადაც მადრიდის „ატლეტიკოსთან“ (4:0) მატჩში ორი საგოლე პასი შეასრულა.
40 წლის რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ერთხელ ევროპის ჩემპიონატი, ხოლო ორჯერ ერთა ლიგა მოიგო. ის „ოქროს ბურთს“ 5-ჯერ დაეუფლა.
37 წლის მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ერთხელ გაიმარჯვა, სამხრეთ ამერიკის პირველობაზე – ორჯერ, ხოლო ერთხელ ოლიმპიადა მოიგო. მან „ოქროს ბურთი“ 8-ჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი