ერნან კრესპო „სან პაულუში“დაბრუნდა

0
5

ბრაზილიის „სან პაულუს“ ერნან კრესპო გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების 40 წლის ექსფორვარდმა თანამემამულე ლუის სუბელდია შეცვალა. კრესპო „სან პაულუს“ 2021 წელსაც ავარჯიშებდა და სან პაულუს შტატის ჩემპიონატი მოაგებინა – ფინალში „პალმეირასი“ დაამარცხა.
ის 2023-2024 წლებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების „ალ აინს“ ავარჯიშებდა, რომელსაც აზიის ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
გარდა ამისა, კრესპო “პარმას”, “მოდენას”, “ბანფილდს”, “დეფენსა ხუსტიციას” და „ალ დუჰაილს“ ავარჯიშებდა.
მან “დეფენსა ხუსტიციას” სუდამერიკანა მოაგებინა, ხოლო “ალ დუჰაილს” -კატარის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.
ლაშა თაბაგარი