საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი თბილისის “სპაერი” უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის “აუსტრიას” შეხვდება. პირველ თამაშს თბილისელები სტუმრად ჩაატარებენ.
ეს დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაშ გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა. შეგახსენებთ, რომ გუშინ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის ჩატარდა და ქუთაისის “ტორპედოს” მეტოქედ ყაზახეთის “ორდაბასი” ერგო, ხოლო გორის “დილას” – ლუქსემბურგის “რასინგ იუნიონი”.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში “ტორპედო” კვიპროსის “ომონიას” დაუპირისპირდება. ქუთაისელები პირველ თამაშს სტუმრად ჩაატარებენ.
თუ “დილა” პირველ ეტაპზე გადალახავს, მაშინ მეორე ეტაპზე გორელების მეტოქე ლატვიის “რიგა” იქნება. “დილა” პირველ თამაშს სტუმრად ჩაატარებს.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 10 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 17 ივლისს.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები პირველი შეხვედრები 24 ივლისს ჩატარდება, საპასუხო კი – 31 ივლისს.
ლაშა თაბაგარი
