“იბერიას” სავარაუდო მეტოქეები მეორე ეტაპზე ცნობილია

0
21

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “იბერია” შვედეთის “მალმიოს” ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ტალინის “ლევადიას” და ლატვიის “რიგასს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.ეს დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გამართულ კენჭისყრაზე გაირკვა. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაშები 22-23 ივლისს შედგება, ხოლო საპასუხო – 29-30 ივლისს. “იბერია” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში პირველ თამაშს სტუმრად გამართავს. თუ “იბერია” პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ დაძლევს, მაშინ კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც “ლევადიას” და “რიგასს” შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 8-9 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 15-16 ივლისს. თბილისელები პირველ შეხვედრას შინ გამართავენ.
თუ “იბერია” პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშება, მაშინ კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს.
ცნობისთვის, “მალმიომ” შვედეთის ჩემპიონატი 24-ჯერ მოიგო რაც რეკორდია, ხოლო თასს 16-ჯერ დაეუფლა, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა ამისა, შვედეთის სუპერთასი 2-ჯერ აიღო. “მალმიო” 1978-1979 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, სადაც ინგლისის “ნოტინგემ ფორესტთან” 0:1 წააგო.