გორის “დილას” კაპიტან რომარიკ ეტოუს არ მიაჩნია, რომ უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი გუნდი ლუქსემბურგის “რასინგ უნიონთან” უპირობო ფავორიტია.
რომარიკ ეტოუ: “როდესაც ამ დონის ტურნირებზე ხვდები წინასწარ ფავორიტობაზე საუბარი და კენჭისყრის ცალსახად კარგად ან ცუდად შეფასება არასწორია. აუცილებელია რომ გუნდმა თავმდაბლობა შეინარჩუნოს და მატჩიდან მატჩამდე დაისახოს მიზანი. ევროტურნირებამდე უახლოესი მეტოქე ,,იბერიაა” რომელთანაც უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს და ეს შეხვედრა ძალიან წაგვადგება”.
“დილა” პირველ თამაშს 10 ივლისს სტუმრად ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 17 ივლისს გორში შედგება.
ლაშა თაბაგარი
